თუ ხართ სამართლის სტუდენტი ან პრაქტიკოსი იურისტი და გსურთ სრულყოფილად შეისწავლოთ სამართლებრივი ინგლისური, „დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ გთავაზობთ სამართლებრივი ინგლისურის კურსს:

კურსის განმავლობაში თქვენ შეძლებთ დაეუფლოთ: სისხლის, სამოქალაქო და საერთაშორისო სამართლებრივ ტერმინოლოგიას, ისწავლოთ საპროცესო დოკუმენტების შედგენა ინგლისურ ენაზე და ამასთან დახვეწოთ ინგლისური ენის გრამატიკა.

პროგრამის ფარგლებში თქვენ ასევე შეისწავლით – სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციულ კოდექსსა და მათ ინტერპრეტაციას ინგლისურ ენაზე.

კურსის განმავლობაში გაიმართება დისკუსიები და ჯგუფური სამუშაოები, რაც დაგეხმარებათ მდიდარი ლექსიკის გამომუშავებაში.

კურსის ხანგრძლივობა დონის მიხედვით – 3 თვე.

დონე: A1, A2, B1, B2, C1,

პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგზე დასწრება შეუძლია სამართლის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამწყებ ადვოკატებს.

კურსის გავლის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • დიპლომი ან/და ცნობა უნივერსიტეტიდან;
  • საფასურის (1 თვის) გადახდის ქვითარი.

ყოველთვიური ღირებულება 150 ლარი.

კურსზე მიღება წარმოებს ყოველთვიურად, შესაბამისად დავუკავშირდებით დარეგისტრირებულ პირებს.

კომპანიის საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“

მიმღების დასახელება: შპს ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“

ნგარიშის ნომერი: GE88BG0000000019723400

დანიშნულება – კურსის მონაწილის სახელი, გვარი და პრაქტიკული კურსის სახელწოდება.

კურსის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გეცნობებათ რეგისტრაციის შემდეგ, კითხვების შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით:

მობ. 574 45 45 40

ელ-ფოსტა: blscompany2017@gmail.com

რეგისტრაცია