მათთვის, ვისაც აინტერესებს როგორ შეადგინოს საპროცესო დოკუმენტები, რომელიც უმთავრესი წინაპირობაა საქმის წარმატებით დასრულებისთვის, ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ გთავაზობთ ტრენინგ კურსს, რომლის ფარგლებშიც თქვენ შეისწავლით:

სამოქალაქო სამართალწარმოების დროს საჭირო საპროცესო დოკუმენტების შედგენას:

  • განცხადება / შუამდგომლობა;
  • სარჩელი / შეგებებული სარჩელი;
  • შესაგებელი ;
  • სააპელაციო საჩივარი;
  • საკასაციო საჩივარი;
  • კერძო საჩივარი;

ადმინისტრაციული წარმოება / სამართალწარმოების დროს საჭირო საპროცესო დოკუმენტების შედგენას:

  • განცხადება;
  • ადმინისტრაციული საჩივარი;
  • ადმინისტრაციული სარჩელი;
  • შუამდგომლობა;
  • ადმინისტრაციული საჩივარი (სააპელაციო) ;
  • ადმინისტრაციული საჩივარი (საკასაციო);

სისხლის სამართალწარმოების დროს საჭირო საპროცესო დოკუმენტების შედგენას;

  • განცხადება (საგამოძიებო ორგანოში წარსადგენად);
  • მტკიცებულებათა გაცვლის ოქმის შედგენა;
  • პროკურატურისთვის გასაცვლელ / სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის შედგენა;
  • შუამდგომლობა / საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ;
  • შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადების სპეციფიკა;
  • განაჩენის გასაჩივრება სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში;

ტრენინგ კურსში მონაწილეობა შეუძლია – ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ნაწილთან მიმართებით, სამართლის სტუდენტებსა და იურისტებს – ,,სისხლის სამართალწარმოების დროს წარსადგენ დოკუმენტებთან“ მიმართებით.

კურსის თითოეული ნაწილის ხანგრძლივობა – 1 (ერთი) თვე;

ღირებულება – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.

რეგისტრაციის ვადა – რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს , ხოლო ყოველი ახალი კურსი იწყება 10 მონაწილის რეგისტრაციისთანავე.

გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერტიფიკატი.

   

რეგისტრაცია