2018 წლის 24 მაისს იურიდიული კომპანია BLS-ის ოფისში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დამწყებ ადვოკატთა სკოლის როგორც დამამთავრებელი კურსის, ისე ახალი ნაკადის სტაჟიორებმა.

მონაწილეებს მიეცათ 1 კვირიანი ვადა, რათა მოემზადებინათ საქმისთვის ყველა საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაცია და ეწარმოებინათ სასამართლო პროცესი.

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო როგორც მონაწილეთა სასამართლო პროცესში წარმომადგენლობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ისე მათ შორის გამოცდილებისა და მიღებული ცოდნის გაზიარება.