2 თებერვალს, დამწყებ ადვოკატთა სკოლის ოფისში ჩატარდა ტრენინგი დავის განხილვის ალტერნატიულ საშუალებებზე.

ტრენინგს სკოლის დირექტორი ლამარა ბარკალაია და იურისტი-თამარ გაბადაძე უძღვებოდა, რომლებმაც სტუდენტებს განუმარტეს მედიაციისა და არბიტრაჟის ძირითადი პრინციპები, უპირატესობები და მათი გამოყენების პრაქტიკა საქართველოში.

როგორც ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა აღნიშნეს,ტრენინგზე განხილული თემები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიღებულ ცოდნას პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებენ…

ტრენინგის ბოლოს ადვოკატთა სკოლის სტაჟიორებს – გიორგი ევსტაფიშვილს, მარიამ ქრისტესიაშვილს,ლანა სისოშვილს,მარიამ ჯვარიშვილსა და ნინო კუკავას გადაეცათ სერტიფიკატები, ვინაიდან წარმატებით დაასრულეს 3 თვიანი სწავლების კურსი, რომელიც მათ ადვოკატის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარა.

დამწყებ ადვოკატთა სკოლის სახელით ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიული საქმიანობაში.