ცხადდება მიღება კურსზე ,,ნოტარიუსი და სანოტარო მოქმედებების შესრულების თავისებურებანი“.

კურსი ორიენტირებული არის სანოტარო სამართლისა და თითოეული სანოტარო მოქმედების შესრულების სპეციფიკის შესწავლაზე.

კურსის ხანგრძლივობა არის 3 თვე, თითოეული თვე კი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. სანოტარო სამართალი (თეორიული ნაწილი);
  2. სანოტარო მოქმედების შესრულების ძირითადი მოთხოვნები (პრაქტიკული ნაწილი);
  3. ადვოკატის როლი სანოტარო მოქმედებების შესრულებისას (პრაქტიკული ნაწილი);

კურსის გავლის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • დიპლომი ან/და ცნობა უნივერსიტეტიდან;
  • საფასურის (1 თვის) გადახდის ქვითარი.

კურსს ჩაატარებს ნოტარიუსი – ეკატერინე შენგელია.

კურსის ყოველთვიური ღირებულება 150 ლარი.

კურსზე მიღება წარმოებს ყოველთვიურად – თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა დაესწროთ მხოლოდ თქვენთვის საინტერესო თვეს და მიიღოთ შესაბამისი თემის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კომპანიის საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“

მიმღების დასახელება: შპს ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000019723400

დანიშნულება – კურსის მონაწილის სახელი, გვარი და პრაქტიკული კურსის სახელწოდება.

კურსის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გეცნობებათ რეგისტრაციის შემდეგ, კითხვების შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით:

მობ. 574 45 45 40

ელ-ფოსტა: blscompany2017@gmail.com

რეგისტრაცია