დამწყებ ადვოკატთა სკოლის მოწვეულმა ტრენერმა, ლანა ლაგვილავამ კომპანიის ოფისში ჩაატარა ტრენინგი თემაზე: პროექტის წერის ტექნიკა.

სწორად დაწერილი, პრობლემებზე ორიენტირებული და სათანადო კრიტერიუმებით შეფასებული პროექტი მოითხოვს ისეთი უნარების ფლობას, რომელიც ავტორს დაეხმარება შექმნას წარმატებული პროექტი.

სწორად დაწერილი პროექტის მიზანია მთავარი ასპექტებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე მოიპოვოს დაფინანსების გზები.

ტრენინგის პროცესში მონაწილეებმა თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დაწერეს მცირე პროექტები და მოამზადებეს ისინი წარსადგენად.

ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცა: როგორ განვახორციელოთ წარმატებული პრექტი, როგორ დავაზღვიოთ რისკები, ბიუჯეტის შედგენის ტექნიკები და ა.შ.

ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები, ასევე კურსდამთავრებულები.

ტრენინგის ბოლოს გაიცა სერტიფიკატი.