თუ ხართ სამართლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული და გსურთ თეორიული ცოდნის პარალელურად შეისწავლოთ როგორ აწარმოოთ სისხლის სამართლის საქმეები, ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა” სამართლის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამწყებ ადვოკატებს გიწვევთ სერტიფიცირებულ ტრენინგზე ,,სამართალწარმოება სისხლის სამართლის საქმეზე”.

ტრენინგ კურსი შედგება 3 ნაწილისგან :

1.

  • პირის გამოკითხვა და ადვოკატის უფლება-მოვალეობები დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას;
  • ბრალის წაარდგენა;
  • ბრალდებულის მოთავსება წინასწარი დაკავების იზოლატორში და მისი უფლებები;
  • დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა წინასწარი დაკავების იზოლატორში და მათ შორის კომუნიკაციის სტანდარტი;
  • ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის მიმდინარეობა სასამართლოში;
  • პროკურორის / ადვოკატის შუამდგომლობები აღკვეთის სხდომაზე და მათი განხილვის წესი;
  • აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინების გამოტანა და მისი გასაჩივრების წესი;

2.

  • დაცვის მხარის / ბრალდების მხარის მიერ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარება;
  • საგამოძიებო მოქმედებათა ოქმის შედგენის სპეციფიკა;
  • პროკურატურისთვის გასაცვლელ / სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის შედგენა და გადაცემა ;
  • წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობა;
  • მტკიცებულებათა დასაშვებლად ცნობის შუამდგომლობის მომზადება და წარდგენა;
  • შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და მისი განხილვა;
  • საქმის გადაცემა არსებითად განსახილველად – ,,ალბათობის მაღალი ხარისხის“ სტანდარტი

3.

  • საპროცესო შეთანხმების გაფორმების წესები;
  • შესავალი სიტყვის მომზადება;
  • პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სპეციფიკა;
  • მტკიცებულებათა გამოკვლევის წესები;
  • მხარეთა დასკვნითი სიტყვების მომზადება და წარდგენა;
  • განაჩენის გამოტანა და მისი გასაჩივრების წესები;

ტრენინგის თითოეული ნაწილის მიმდინარეობას დაეთმობა 3 საათი , ღირებულება 30 ლარი.

ტრენინგის თითოეულ ნაწილთან მიმართებით გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგზე დასწრება შეუძლია სამართლის სტუდენტსა და კურსდამთავრებულს.

რეგისტრაციის ვადა – რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს , ხოლო ყოველი ახალი კურსი იწყება 10 მონაწილის რეგისტრაციისთანავე.

რეგისტრაცია