,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ აცხადებს მიღებას სამოქალაქო , ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პრაქტიკულ კურსზე.

კურსი ორიენტირებული არის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაზე, რომელიც კურსის მონაწილეს დაეხმარება როგორც საადვოკატო , ასევე იურისტის პრაქტიკული საქმიანობის წარმოებაში.

კურსის ხანგრძლივობა არის 6 თვე, თითოეული თვე კი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. საპროცესო დოკუმენტების შედგენის სპეციფიკა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;
  2. დოკუმენტების შედგენის სპეციფიკა გამოძიებისა და სამართალწარმოების ეტაპზე;
  3. სამართალწარმოება და მისი ეტაპები, გადაწყვეტილების აღსრულება;
  4. პირველი წარდგენის, წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომების მიმდინარეობა;
  5. სამართალწარმოება შრომით, საგადასახადო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე;
  6. საპროცესო შეთანხმება და პირობით ვადამდე გათავისუფლება;

კურსის გავლის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • დიპლომი ან/და ცნობა უნივერსიტეტიდან;
  • საფასურის (პირველი ნაწილის) გადახდის ქვითარი.

6 თვიანი კურსის სრული ღირებულება 500 ლარი, გადახდა განხორციელდება 3 ნაწილად.

კურსზე მიღება წარმოებს ყოველთვიურად, შესაბამისად დავუკავშირდებით დარეგისტრირებულ პირებს.

კომპანიის საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“

მიმღების დასახელება: შპს ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000019723400

დანიშნულება – კურსის მონაწილის სახელი, გვარი და პრაქტიკული კურსის სახელწოდება.

კურსის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გეცნობებათ რეგისტრაციის შემდეგ, კითხვების შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით:

მობ. 574 45 45 40

ელ-ფოსტა: blscompany2017@gmail.com

რეფისტრაცია