თუ ხართ სამართლის სტუდენტი, კურსდამთავრებული ან/და დამწყები ადვოკატი და გსურთ თეორიული ცოდნის პარალელურად შეისწავლოთ როგორ აწარმოოთ სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში , ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ გთავაზობთ ტრენინგ კურსს, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან:
1.
სააპელაციო საჩივრის შედგენის სპეციფიკა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზი;
ფორმალურ უსწორობათა გამოვლენა და დასაბუთება;
სამართლებრივი უსწორობის გამოვლენა და დასაბუთება;
საქმის მიმდინარეობის სპეციფიკა სააპელაციო სასამართლოში;
დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის სპეციფიკა და განხილვა;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და გასაჩივრების წესის მიმოხილვა;
2.
საკასაციო საჩივრის შედგენის სპეციფიკა;
მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზი;
სამართლებრივი უსწორობის გამოვლენა და დასაბუთება;
საქმის მიმდინარეობის სპეციფიკა საკასაციო სასამართლოში;
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი აღსრულების წესი;
ტრენინგის თითოეული ნაწილის მიმდინარეობას დაეთმობა 3 საათი , ღირებულება 30 ლარი.
ტრენინგის თითოეულ ნაწილთან მიმართებით გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერტიფიკატი.
ტრენინგზე დასწრება შეუძლია სამართლის სტუდენტს, კურსდამთავრებულს ან/და დამწყებ ადვოკატს.
რეგისტრაციის ვადა – რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს , ხოლო ყოველი ახალი კურსი იწყება 10 მონაწილის რეგისტრაციისთანავე.