ნებისმიერ პირს, მიუხედავად პროფესიისა, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, სადაც მათ ადვოკატის გარეშე (პირველი ინსტანცია) აქვთ უფლება დაიცვან საკუთარი უფლებები.
თუმცა იმისთვის, რომ სათანადოდ შეადგინოთ საპროცესო დოკუმენტები ან / და წარმართოთ ზეპირი განხილვა აუცილებელია იცოდეთ სამოქალაქო სამართალწარმოების ზოგადი წესები. სწორედ ამიტომ ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ გთავაზობთ შეისწავლოთ:
სარჩელის სათანადო წესით შედგენა, წარმოებაში მიღება და მოპასუხისთვის ჩაბარება;
მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა;
შუამდგომლობის შედგენა;
მოსამზადებელი სხდომის მიმდინარეობის სპეციფიკა;
არსებითი განხილვის მიმდინარეობა;
გადაწყვეტილების გამოტანა და გასაჩივრების წესი;
ტრენინგ კურსში მონაწილეობა შეუძლია – ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ტრენინგ კურსის ხანგრძლივობა – 3 საათი.
ღირებულება – 30 ლარი.
რეგისტრაციის ვადა – რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს , ხოლო ყოველი ახალი კურსი იწყება 10 მონაწილის რეგისტრაციისთანავე.
გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერტიფიკატი.