თუ ხართ სამართლის სტუდენტი, კურსდამთავრებული ან/და დამწყები ადვოკატი და გსურთ თეორიული ცოდნის პარალელურად შეისწავლოთ როგორ აწარმოოთ სისხლის სამართლის საქმეები, ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა” გიწვევთ სერტიფიცირებულ პრაქტიკულ კურსზე სისხლის სამართლის მიმართულებით.

კურსის ფარგლებში მიიღებთ ინფორმაციას ყველა იმ პრაქტიკულ საკითხთან მიმართებით, რაც აუცილებელია სამართალწარმოებისას:

  • პირის გამოკითხვა და ადვოკატის უფლება-მოვალეობები დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას;
  • ბრალის წარდგენა;
  • ბრალდებულის მოთავსება წინასწარი დაკავების იზოლატორში და მისი უფლებები;
  • დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა წინასწარი დაკავების იზოლატორში და მათ შორის კომუნიკაციის სტანდარტი;
  • ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის მიმდინარეობა სასამართლოში;
  • პროკურორის / ადვოკატის შუამდგომლობები აღკვეთის სხდომაზე და მათი განხილვის წესი;
  • აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინების გამოტანა და მისი გასაჩივრების წესი;
  • დაცვის მხარის / ბრალდების მხარის მიერ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარება;
  • საგამოძიებო მოქმედებათა ოქმის შედგენის სპეციფიკა;
  • პროკურატურისთვის გასაცველელ / სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის შედგენა და გადაცემა ;
  • წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობა;
  • მტკიცებულებათა დასაშვებლად ცნობის შუამდგომლობის მომზადება და წარდგენა;
  • შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და მისი განხილვა;
  • საქმის გადაცემა არსებითად განსახილველად – ,,ალბათობის მაღალი ხარისხის“ სტანდარტი;
  • საპროცესო შეთანხმების გაფორმების წესები;
  • შესავალი სიტყვის მომზადება;
  • პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სპეციფიკა;
  • მტკიცებულებათა გამოკვლევის წესები;
  • მხარეთა დასკვნითი სიტყვებს მომზადება და წარდგენა;
  • განაჩენის გამოტანა და მისი გასაჩივრების წესები;
  • სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შედგენის სპეციფიკა;
  • საქმის მიმდინარეობის სპეციფიკა სააპელაციო / საკასაციო სასამართლოში;

 

კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე.

პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგზე დასწრება შეუძლია სამართლის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამწყებ ადვოკატებს.

რეგისტრაციის ვადა – რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს , ხოლო ყოველი ახალი კურსი იწყება 10 მონაწილის რეგისტრაციისთანავე.

რეგისტრაცია