თუ ხართ სამართლის სტუდენტი, კურსდამთავრებული ან/დ ა დამწყები ადვოკატი და გსურთ თეორიული ცოდნის პარალელურად შეისწავლოთ როგორ აწარმოოთ სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები, ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა” გიწვევთ სერტიფიცირებულ პრაქტიკულ კურსზე , რომლის ფარგლებშიც თქვენ შეისწავლით როგორც აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით საპროცესო დოკუმენტების შედგენას, ასევე პროცესის მიმდინარეობის სპეციფიკას.

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ გთავაზობთ შეისწავლოთ:

  • სარჩელის სათანადო წესით შედგენა;
  • მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა;
  • შუამდგომლობის შედგენა;
  • მოსამზადებელი სხდომის მიმდინარეობის სპეციფიკა;
  • არსებითი განხილვის მიმდინარეობა;
  • გადაწყვეტილების გამოტანა და გასაჩივრების წესი;
  • განცხადების შედგენა და ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენა უფლების მოპოვების მიზნით;
  • ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი წესები;
  • ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა;
  • მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა;
  • ადმინისტრაციული სარჩელის სათანადო სახით შედგენა;
  • ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესები – სარჩელის წარდგენა / რეგისტრაცია …
  • განმწესრიგებელი სხდომისა და მოსამზადებელი სხდომის მიმდინარეობა;
  • ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობა;
  • სააპელაციო საჩივრის შედგენის სპეციფიკა;
  • პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზი;
  • ფორმალურ უსწორობათა გამოვლენა და დასაბუთება;
  • სამართლებრივი უსწორობის გამოვლენა და დასაბუთება;
  • საქმის მიმდინარეობის სპეციფიკა სააპელაციო სასამართლოში;
  • დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის სპეციფიკა და განხილვა;
  • სააპელაციო საჩივრის შედგენის სპეციფიკა;
  • პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზი;
  • ფორმალურ უსწორობათა გამოვლენა და დასაბუთება;
  • სამართლებრივი უსწორობის გამოვლენა და დასაბუთება;
  • საქმის მიმდინარეობის სპეციფიკა სააპელაციო სასამართლოში;
  • დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის სპეციფიკა და განხილვა;
  • სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და გასაჩივრების წესის მიმოხილვა;
  • საკასაციო საჩივრის შედგენის სპეციფიკა;
  • მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზი;
  • სამართლებრივი უსწორობის გამოვლენა და დასაბუთება;
  • საქმის მიმდინარეობის სპეციფიკა საკასაციო სასამართლოში;
  • უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი აღსრულების წესი;

კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე.

პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგზე დასწრება შეუძლია სამართლის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამწყებ ადვოკატებს.

რეგისტრაციის ვადა – რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს , ხოლო ყოველი ახალი კურსი იწყება 10 მონაწილის რეგისტრაციისთანავე.

რეგისტრაცია