
თუ ხართ სამართლის სტუდენტი, კურსდამთავრებული ან/დ ა დამწყები ადვოკატი და გსურთ თეორიული ცოდნის პარალელურად შეისწავლოთ როგორ აწარმოოთ სისხლის , სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები, ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა” გიწვევთ სერტიფიცირებულ პრაქტიკულ კურსზე , რომლის ფარგლებშიც თქვენ შეისწავლით როგორც აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით საპროცესო დოკუმენტების შედგენას, ასევე პროცესის მიმდინარეობის სპეციფიკას.
პრაქტიკული კურსის პირველი ეტაპი დაეთმობა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, რომლის ფარგლებშიც თქვენ შეისწავლით:
- სარჩელის სათანადო წესით შედგენას;
- მტკიცებულებათა მოპოვებას და წარდგენას;
- შუამდგომლობის შედგენას;
- მოსამზადებელი სხდომის მიმდინარეობის სპეციფიკას;
- არსებითი განხილვის მიმდინარეობას;
- გადაწყვეტილების გამოტანასა და გასაჩივრების წესს;
- განცხადების შედგენსა და ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენას უფლების მოპოვების მიზნით;
- ადმინისტრაციული წარმოების ზოგად წესებს;
- ადმინისტრაციული საჩივრის შედგენას;
- მტკიცებულებათა მოპოვებას და წარდგენას;
- ადმინისტრაციული სარჩელის სათანადო სახით შედგენას;
- ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესებს – სარჩელის წარდგენას / რეგისტრაციას …
- განმწესრიგებელი სხდომისა და მოსამზადებელი სხდომის მიმდინარეობას;
- ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობას;
- სააპელაციო საჩივრის შედგენის სპეციფიკას;
- პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზს;
- ფორმალურ უსწორობათა გამოვლენას და დასაბუთებას;
- სამართლებრივი უსწორობის გამოვლენას და დასაბუთებას;
- საქმის მიმდინარეობის სპეციფიკას სააპელაციო სასამართლოში;
- დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის სპეციფიკას და განხილვას;
- სააპელაციო საჩივრის შედგენის სპეციფიკას;
- პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზს;
- ფორმალურ უსწორობათა გამოვლენას და დასაბუთებას;
- სამართლებრივი უსწორობის გამოვლენას და დასაბუთებას;
- საქმის მიმდინარეობის სპეციფიკას სააპელაციო სასამართლოში;
- დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის სპეციფიკას და განხილვას;
- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და გასაჩივრების წესის მიმოხილვას;
- საკასაციო საჩივრის შედგენის სპეციფიკას;
- მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზს;
- სამართლებრივი უსწორობის გამოვლენას და დასაბუთებას;
- საქმის მიმდინარეობის სპეციფიკას საკასაციო სასამართლოში;
- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი აღსრულების წესს;
პრაქტიკული კურსის მეორე ეტაპი დაეთმობა სისხლის სამართალწარმოებას, რომლის ფარგლებშიც თქვენ შეისწავლით:
- პირის გამოკითხვას და ადვოკატის უფლება-მოვალეობებს დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას;
- ბრალის წარდგენას;
- ბრალდებულის მოთავსებას წინასწარი დაკავების იზოლატორში და მის უფლებებს;
- დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას წინასწარი დაკავების იზოლატორში და მათ შორის კომუნიკაციის სტანდარტს;
- ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის მიმდინარეობას სასამართლოში;
- პროკურორის / ადვოკატის შუამდგომლობებს აღკვეთის სხდომაზე და მათი განხილვის წესს;
- აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინების გამოტანას და მისი გასაჩივრების წესს;
- დაცვის მხარის / ბრალდების მხარის მიერ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებას;
- საგამოძიებო მოქმედებათა ოქმის შედგენის სპეციფიკას;
- პროკურატურისთვის გასაცვლელ / სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის შედგენას და გადაცემას ;
- წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობას;
- მტკიცებულებათა დასაშვებლად ცნობის შუამდგომლობის მომზადებას და წარდგენას;
- შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და მის განხილვას;
- საქმის გადაცემას არსებითად განსახილველად – ,,ალბათობის მაღალი ხარისხის“ სტანდარტს;
- საპროცესო შეთანხმების გაფორმების წესებს;
- შესავალი სიტყვის მომზადებას;
- პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სპეციფიკას;
- მტკიცებულებათა გამოკვლევის წესებს;
- მხარეთა დასკვნითი სიტყვების მომზადებას და წარდგენას;
- განაჩენის გამოტანას და მისი გასაჩივრების წესებს;
- სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შედგენის სპეციფიკას;
- საქმის მიმდინარეობის სპეციფიკას სააპელაციო / საკასაციო სასამართლოში;
კურსის ხანგრძლივობა – 6 თვე.
პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერტიფიკატი.
ტრენინგზე დასწრება შეუძლია სამართლის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამწყებ ადვოკატებს.
რეგისტრაციის ვადა – რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს , ხოლო ყოველი ახალი კურსი იწყება 10 მონაწილის რეგისტრაციისთანავე.