???თავგადასავლებითა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით, ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლაში“ ახალი სასწავლო წელი უკვე დაწყებულია !!!

? ამჯერად ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ სტაჟიორებს პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტმა ბატონმა ალექსანდრე ნანიკაშვილმა გაუზიარა.

⚖️პროექტის მიმდინარეობისას თითოეული დეტალი გათვლილი იყო იმგვარად, რომ მონაწილეებს შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების რეალური წარმოდგენა შექმნოდათ და გაეთავისებინათ ადვოკატის, ექსპერტისა თუ გამომძიებლის როლი და უფლება-მოვალეობები.

?‍♂️მხარდაჭერისთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ბატონ ალექსანდრე ნანიკაშვილს, რომელმაც დეტალურად გააცნო სტაჟიორებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების, მტკიცებულებათა ფიქსაციისა და მოკვლევის მეთოდები.

________________________________________

? გახდი ჩვენი გუნდის წევრი, მიიღე პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება, რაც წარმატების უპირობო გარანტიაა !