შეხვედრა EUROPOL -ის წარმომადგენლებთან სუპერ შეხვედრა შედგა!

,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ მსმენელებს თავისი სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს EUROPOL – ის — ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელმა კლერ ჯორჯმა და EUROPOL-ში საქართველოს სამეკავშირეო ბიუროს უფროსმა- გიორგი გახარიამ, ისაუბრეს ევროპის პოლიციის სამსახურის საქმიანობაზე, მიზნებსა და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულებზე.

შეხვედრა გაიმართა ინგლისურ ენაზე დისტანციური არხების მეშვეობით.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ევროპოლის წარმომადგენლებს ამ შესანიშნავი შეხვედრისათვის!

პროექტის ორგანიზატორი: საერთაშორისო სამართლებრივი ექსპერტი თამთა როყვა.