
1 თვიანი კურსი სოციალურად დაუცველთათვის.
,,დამწყებ ადვოკატთა სკოლასა” და ფონდ “ცხოვრება მშვენიერია”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა 1 თვიანი ტრენინგ კურსი, რომლის ფარგლებშიც ჩართული იყო 10 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან სკოლის მოსწავლე, რომელთაც მიეწოდათ ცოდნა სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირებით. თითოეულ ტრენინგს უძღვებოდა თემატიკიდან გამომდინარე კონკრეტულ პროფესიაში დასაქმებული , პრაქტიკოსი პირი, რომლებმაც კურსის მონაწილეებს დაანახეს ამა თუ იმ პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარე.
?მადლობა, თითოეულ მოწვეულ ტრენერს, რომ დაგვითმეს დრო და გაგვიზიარეს საკუთარის გამოცდილება.