,,EUROJUST”-ის წარმომადგენლების შეხვედრა (დისტანციური) ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის” პრაქტიკული კურსის მონაწილეებთან.

მოხარული ვართ, გაცნობოთ, 2021 წლის 8 ივნისს „დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ეგიდით, დისტანციური არხების მეშვეობით გაიმართა შეხვედრა EUROJUST- ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან, რომლებმაც ისაუბრეს ევროჯასთის საქმიანობაზე, მიზნებსა და სტრუქტურაზე, გამოძიების ძირითად მიმართულებებსა და ქეისებზე. ასევე გაიმართა დისკუსია.

? შეგახსენებთ, რომ ევროჯასთის გამოძიების საგანია: კიბერუსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური დანაშაულები, ტერორიზმი და სხვა საერთაშორისო დანაშაულები;

?️ „დამწყებ ადვოკატთა სკოლა“  მადლობას უხდის ევროჯასთის წარმომადგენლებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის.

?️ აქვე გაცნობებთ, რომ „დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ სამომავლოდ განაგრძობს თანამშრომლობას ევროჯასთის წარმომადგენლებთან შემდგომი ნაყოფიერი შეხვედრებისა ვიზიტების დასაგეგმად.