თუ ხართ სამართლის სტუდენტი ან პრაქტიკოსი იურისტი და გსურთ სრულყოფილად შეისწავლოთ სამართლებრივი ინგლისური, „დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ გთავაზობთ სამართლებრივი ინგლისურის სერტიფიცირებულ კურსს:
ამ კურსის განმავლობაში თქვენ შეძლებთ დაეუფლოთ: სისხლის, სამოქალაქო და საერთაშორისო სამართლებრივ ტერმინოლოგიას, ისწავლოთ საპროცესო დოკუმენტების შედგენა ინგლისურ ენაზე და ამასთან დახვეწოთ ინგლისური ენის გრამატიკა.
პროგრამის ფარგლებში თქვენ ასევე შეისწავლით – სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციულ კოდექსსა და მათ ინტერპრეტაციას ინგლისურ ენაზე.
კურსის განმავლობაში გაიმართება დისკუსიები და ჯგუფური სამუშაოები, რაც დაგეხმარებათ მდიდარი ლექსიკის გამომუშავებაში.
კურსის ხანგრძლივობა დონის მიხედვით – 3 თვე.
დონე: A1, A2, B1, B2, C1,
პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ორენოვანი სერტიფიკატი.
ტრენინგზე დასწრება შეუძლია სამართლის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამწყებ ადვოკატებს.