,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“ აცხადებს მიღებას სამოქალაქო სამართლის პრაქტიკულ კურსზე.

კურსი ორიენტირებული არის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაზე, რომელიც კურსის მონაწილეს დაეხმარება როგორც საადვოკატო , ასევე იურისტის პრაქტიკული საქმიანობის წარმოებაში.

კურსის ხანგრძლოვობა არის 3 თვე, თითოეული თვე კი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. საპროცესო დოკუმენტების შედგენის სპეციფიკა;
  2. სამართალწარმოება და მისი ეტაპები, გადაწყვეტილების აღსრულება;
  3. სამართალწარმოება შრომით, საგადასახადო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე;

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, კომპანიასთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით, კურსის მონაწილე დაესწროს მხოლოდ მისთვის სასურველ თემატიკას (მინიმუმ 1 თვე) და გადაიხადოს მხოლოდ შესაბამისი თვის ღირებულება.  

კურსის გავლის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • დიპლომი ან/და ცნობა უნივერსიტეტიდან;
  • საფასურის (1 თვის) გადახდის ქვითარი.

ყოველთვიური ღიებულება 100 ლარი.

კურსზე მიღება წარმოებს ყოველთვიურად, შესაბამისად დავუკავშირდებით დარეგისტრირებულ პირებს.

კომპანიის საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“

მიმღების დასახელება: შპს ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000019723400

დანიშნულება – კურსის მონაწილის სახელი, გვარი და პრაქტიკული კურსის სახელწოდება.

კურსის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გეცნობებათ რეგისტრაციის შემდეგ, კითხვების შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით:

მობ. 574 45 45 40

ელ-ფოსტა: blscompany2017@gmail.com

რეგისტრაცია