2010 წელს დაამთავრა თბილისის  ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობა – სამართალმცოდნეობა, ხარისხი – ბაკალავრი;

2020 წლიდან – დღემდე სწავლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტის სამაგისტო პროგრამაზე,  სპეციალობა- საჯარო სამართალი;

2009-2010 წლებში გაიარა სტაჟირება  სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ჩაირიცხა  საკადრო რეზერვში;

2010- 2013 წლებში მუშაობდა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

2014 წელს გაიარა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგი და მიენიჭა ტრენერის სტატუსი;

2014-2018 წლებში სსიპ ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს უტარებდა ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით;

2013-2018  წლებში მუშაობდა – სსიპ ბათუმის იუსტიციის სახლში – ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის პოზიციაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებით მიმართულებით;

2017 წლის დეკემბერში – ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;

2018 წლიდან გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მოქმედი ადვოკატი სამოქალაქო – ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;

2018 წლიდან დღემდე მუშაობს შპს ,,განათლების ადმინისტრირების ჯგუფში“ იურისტის პოზიციაზე და უწევს საჯარო სკოლებს კონსულტაციებს, უდგენს სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებს, ეხმარება სასწავლო პროცესების ადმინისტრირებაში;

2019-2020 წლებში მუშაობდა მოწვეულ ტრენერად „დამწყებ ადვოკატთა სკოლის“ ბათუმის ფილიალში;

2020 წელს ჩააბარა გამოცდა და გახდა სპეციალიზებული ადვოკატი ბავშვთა უფლებებში;

2022 წლის სექტემბრიდან მუშაობა დაიწყო შპს ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლაში“ ტრენერის თანამდებობაზე.