222-1121x580

ცხადდება მიღება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე პროფესიული ნაწილის მიმართულებით.

კურსის ფარგლებში ჩატარდება 48 ტრენინგი და მონაწილეებს გადაეგზავნებათ პრეზენტაციები, რაც დაეხმარება მათ ნასწავლი მასალის გამეორებაში.

მოსამზადებელი კურსი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში – როგორც კომპანიის ოფისში, ასევე დისტანციურად.

მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • დიპლომი;
  • საფასურის (პირველი ნაწილის) გადახდის ქვითარი.

მოსამზადებელი კურსის სრული ღირებულება შეადგენს 700 ლარს.

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, კომპანიასთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით, კურსის მონაწილე დაესწროს მხოლოდ მისთვის საჭირო ტრენინგებს და შესაბამისად გადაიხადოს მხოლოდ გავლილი ტრენინგების საფასური (შეთანხმება გაფორმდება წერილობით, მხოლოდ კურსის დაწყებამდე).

კომპანიის საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“

მიმღების დასახელება: შპს ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000019723400

დანიშნულება – კურსის მონაწილის სახელი, გვარი და მოსამზადებელი კურსის სახელწოდება.

კურსის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გეცნობებათ რეგისტრაციის შემდეგ, კითხვების შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით:

მობ. 574 45 45 40

ელ-ფოსტა: blscompany2017@gmail.com

რეგისტრაცია